თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია; დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე; ასოცირებული პროფესორი გიორგი თუმანიშვილი და მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორანტი გიორგი გიორგაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებს - ბიუროს დირექტორს სარა რუპერტს, ვაშინგტონის ოფისის წარომადგენელს პატრიცია ვილდერმუს, პროგრამის კოორდინატორებს - ეკატერინე ფოფხაძესა და თამარ ნასარიძეს შეხვდნენ.
შეხვედრა შეეხებოდა თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტსა და აშშ-ის საელჩოს INL ბიუროს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, საერთო სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განიხილეს სხვადასხვა პროგრამის დანერგვის, მხარდამჭერი კვლევითი პროექტების განხორციელების, ასევე სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობები.